სტრასბურგმა გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

”ესეც ასე. სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი ბოლო პატიმრობის საქმე და კომუნიკაციაც დაწყებულია. ადრე იქნება თუ გვიან სიმართლე დამტკიცდება და ფარდა აეხდება ივანიშვილის ნახმარ სამართალს. როგორც თავად ივანიშვილი იტყოდა დამელოდეთ, დამელოდეთ” – წერს უგულავა.

ცნობისთვის, გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.