სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.
“სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.
ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის”. – წერს ხაზარაძე.