“საერთოდ ევროკავშირის ნებისმიერი არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის დიდი პატივია ევროპარლამენტში გამოსვლა და ასეთი რამ ხშირად არ ხდება, ამიტომ სტრასბურგში ძალიან გაკვირვებულები არიან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით. შეიძლება ეს ვიზიტი მოგვიანებით გაიმართოს, მაისში მაგალითად, მაგრამ ჩემთვის ჯერ არაფერია ცნობილი.

სამწუხაროა, რომ ეს ვიზიტი აღარ შედგება იმიტომ, რომ ბევრ ევროპარლამენტარს სურდა შეკითხვების დასმა მისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბოლო დროს შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. მაგალითად, აგენტების შესახებ კანონის განხილვა პარლამენტში. ამიტომ ბევრი აქ თვლიდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ოდნავ შეამსუბუქებდა იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც ბრიუსელსა და თბილის შორის შეიქმნა” ,

ამის შესახებ, “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმ “მთავართან” ისაუბრა.