ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმიანება კობახიძის განცხადებას, რომელმაც მას კრიმინალი უწოდა და თქვა, რომ სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავს.
უგულავას თქმით, კობახიძე იტყუება, რადგან სტრასბურგში სარჩელები შეტანილი აქვს და როდესაც გაიმარჯვებს, კობახიძე “დეპრესიაში მყოფი ტიპი” იქნება.
“დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს. სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და „რაზგონით“, რა „რაზგონითაც“ ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან”,– ამბობს უგულავა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და სადისტური მიდრეკილების ადამიანები მართავენ, რაც საქართველოსთვის სახიფათოა.