“სტრატეგია აღმაშენებლმა” პარლამენტში უფასო სასადილოს საკვებით სუფრა გაშალა და პრემიერ ღარიბაშვილსა და დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ეპატიჟებიან.
თეონა ჭალიძის თქმით, აინტერესებს, ეყოფათ თუ არა 1.30 ლარის საკვები მთელი დღე სააარსებოდ.
“ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოს საკვები მოვუტანე პარლამენტში. მინდა ვაჩვენო როგორ არსებობენ გაჭირვებული ადამიანები. ველოდები, იქნებ ჩამობრძანდნენ და გასინჯონ. მაინტერესებს თვითონ თუ ეყოფოდათ ლარი და 30 თეთრის საკვები მთელი დღე საარსებოდ. ბევრი ადამიანი კი ამ ულუფებსაც ვერ იღებს”,– აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს მოუსმენს.