“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში არ შევა

სტრატეგია აღმაშენებლი პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რა თქმა უნდა, ერთსულოვანია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არც ერთ შეთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევა, ან ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს ან ვაბარებთ მას ივანიშვილის რეჟიმს. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არ ვაპირებ უკან დახევას, ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, ვიქნებით ქუჩაშიც და ყველგან, სადაც საჭირო იქნება გამარჯვების მისაღწევად. კვირას ყველას გთხოვთ, საერთო ეროვნული შეკრება უნდა გავმართოთ რუსთაველის გამზირზე. ყველა უნდა შეიკრიბოს – როგორც თბილისი, ასევე რეგიონი. ახლა წყდება საქართველოს ბედი, ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა. მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – განაცხადა ვაშაძემ.