უკრაინის გადაწყვეტილება ბახმუტის დაცვის შესახებ სტრატეგიულად გამართლებულია. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა განაცხადეს.
მიუხედავად ყველა დანაკარგებისა, ბახმუტის დაცვა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც აიძულებს რუსეთს გამოიყენოს ვაგნერის დაჯგუფების დაქირავებულთა უმეტესობა შემტევ ძალად და განათავსოს ღირებული რუსული საჰაერო სადესანტო ძალები შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად–ნათქვამია ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში.
„ბახმუტის უკრაინულმა თავდაცვამ დაასუსტა მნიშვნელოვანი რუსული ძალები და, სავარაუდოდ, ხელსაყრელ პირობებს შექმნის უკრაინის მომავალი კონტრშეტევისთვის“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ამავდროულად, როგორც ანალიტიკოსები წერენ, თუ რუსული ჯარები ბახმუტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე აიღებდნენ, მათ შეეძლოთ უფრო ფართო ოპერაციის დაწყება. მაშინ უკრაინულ ძალებს მოუწევთ თავდაცვითი ხაზის აშენება ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციებზე.
„ამგვარად, უკრაინის მიერ ბახმუტის დაცვა და კონტრშეტევისთვის პირობების შექმნის მცდელობა სავარაუდოდ, უფრო ურთიერთშემავსებელი ქმედებებია და არა ურთიერთგამომრიცხავი“- ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არა მხოლოდ რუსულ ციხეებში პატიმრებს აგროვებს ომში წასაყვანად, არამედ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებს. ამავდროულად, სამხედრო ლიდერებს არ სურთ პატიმრების რეგულარულ ფორმირებებში გაერთიანება. მაგალითად, აყვანილი პატიმრები საბრძოლველად ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ძალების შემადგენლობაში ერთიანდებიან.