“ჯერ ერთი, ასე საკითხი არასდროს დამდგარა მე როგორც ვიცი. თქვენი წყარო, ჩემი ინფორმაციით ტყუის. ეჭვქვეშ კი არ ვაყენებ, ამხელა ამბავს ამბობთ, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი, ოსტინი რაღაცას გვთავაზობდა, ჩვენ უარი ვუთხარით, ახლა თქვენ სკანდალი გამოცხვეთ თითქოს მართალი იყოს ეს ამბავი. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. […] ვთქვათ ასე იყო, თქვენ მიგაჩნიათ რომელიმეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომელიმე თუნდაც ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ბაზების განთავსებით იქნება უზრუნველყოფილი?! ერთადერთი გარანტიაა ნატოს წევრობა, უსაფრთხოების. ასე რომ იყოს, ვიღაცა ერთმა მეგობარმა, თუნდაც ძალიან ძლიერმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ მეორე ქვეყანაში უბრალოდ ბაზა განათავსოს და ამით იქნას ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და უსაფრთხოების რისკები განულებული და არა გაზრდილი, და ამასაც შემთხვევით არ ვამბობ, მაშინ რა საჭიროა ეს ნატო”,
აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.