თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ სტუდენტების იმ ნაწილს, რომლებიც პროტესტის მონაწილეები არიან, ადმინისტრაციამ, სტატუსი შეუწყვიტა. მოძრაობა სოციალურ ქსელში მეილით გაგზავნილ შეტყობინებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ განიხილა “ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი” და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.
”დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა”. – ნათქვამია განცხადებაში.