გზის გადაკეტვის საბაბით წუხელ დაკავებულ სტუდენტს, გურამ ღონღაძეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გურამ ღონღაძე გუშინ საღამოს დააკავა .
ცნობისთვის, დღეს ასევე დააკავეს “სოვლაბის” მკვლევარი, ილიაუნის ლექტორი რუსუდან კობახიძე და აქტივისტი მარინე ნანავა.















