”პატრიოტიზმი, არ გამოიხარტება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია”. – ამბობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი რუსეთ-საქართველოსრაგბის მატჩთან დაკავშირებით რომელიც 27 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება.
“სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება. ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელიც პირდაპირ მინდა დავარქვა, არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი რეზოლუციაზე, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს და საკუთარი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და კასეტური ბომბების ჩამოგდებაში”. – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.