სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ – ბორელი

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ოჰარას მის რეზიდენციაში თავს დაესხნენ.

“რამდენიმე საათის წინ ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა”- აცხადებს ბორელი.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.