სულაც არაა დილემა,შენ ხარ ტილიანი ჩემო ლაშა – უგულავა ლაშა ნაცვლიშვილს

“სულაც არაა დილემა- შენ ხარ ტილიანი ჩემო ლაშა”- ასე პასუხობს  ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა,  “ქართული ოცნების” პიარ-მრჩეველს ლაშა ნაცვლიშვილის სტატუსს.

”სულაც არაა დილემა- შენ ხარ ტილიანი ჩემო ლაშა. და ისე რომ იცოდე проверка на прочность არის უფრო სწორი და ვნახავთ ვინც ჩააბარებს სიმტკიცის ტესტს საქართველო თუ თქვენ, ტილიანი მანქურთების ხროვა”-წერს გიგი უგულავა.

„რახან ნაცებმა გავრილოვს მიმართეს დასახმარებლად, გავრილოვის ენაზევე ვიტყვი. არის ასეთი რუსული გამოთქმა: “ПРОВЕРКА НА ВШИВОСТЬ” – გამოცდა ტილიანობაზე. ნაცებმა გადაწყვიტეს, გამოცადონ სახელმწიფო ტილიანობაზე. მმართველი პარტიის ვალდებულებაა, გასცეს პასუხი კითხვას, ვინ არის ტილიანი, მელია თუ საქართველო.“- დაწერა ნაცვლიშვილმა.