ტელეკომპანია ფორმულა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ჩათის “სქრინებს” აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 17 თებერვლის ღამით და 18 თებერვლის დილის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სქრინიებში საუბარი, გიორგი გახარიას გადადგომამდეა და ნიკა მელიას დაკავებას ეხება.
გახარია ჩათში წერს, რომ ენმ-ს ოფისზე შტურმი “უკიდურესად არაგონივრული და გაუმართლებლად მაღალი რისკების” მატარებელია, რაზეც წულუკიანი პასუხობს რომ “სრულიად იზიარებს”. გახარიას მოსაზრებას ასევე ეთანხმება სოზარ სუბარიც:
“100% ასეა! ზუსტად ამას ვფიქრობდი დღეს” – წერს სოზარ საუბარი მესიჯში.
“სულელები უნდა ვიყოთ, რომ იქ შევიჭრათ” – წერს წულუკიანი.