სულელები ხართ, გადასახადებს წაგართმევთ და ელ.ენერგიას დაგისუბსიდირებთო– ჯაფარიძე გახარიაზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეებს 2021 წელს ელექტრო ენერგიის ნაზარდი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ.

ჯაფარიძის აზრით, პრემიერს მოქალაქეები სულელები ჰგონია.

“გახარიამ ელ. ენერგიის ტარიფის ზრდას 2021 წელს მოქალაქეები ვერ იგრძნობენო.
დავასუბსიდირებთო, ანუ, ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ:
თქვენ ხართ სულელები, გადასახადებს წაგართმევთ, მერე მაგ გადასახადებით ელ. ენერგიის საფასურის ნაწილს გადაგიხდით, და რადგან სულელები ხართ, ვერ მიხვდებით, რომ ისევ თქვენთვის წართმეული ფულით ვაკეთებთ მაგასო. ამიტომ “ვერ იგრძნობთო”,– წერს ჯაფარიძე.