“სულ იყო მცდელობა, ჩემთვის უკრაინაში რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, “ღამის მთავარში” განაცხადა.
მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდთან ერთად, უკრაინაში იმ ცვლილებებს მოამზადებს, რომლის შედეგადაც ,ქვეყანა რეგულაციებისგან გათავისუფლდება და საბაჟო-საგადასახადო მიმართულებით არსებული ხვრელები აღმოიფხვრება.
“სულ იყო მცდელობა, რაღაც სახის მინისტრობა შემოეთავაზებინათ საბაჟო-საგადასახადო გაერთიანების კუთხით, მაგრამ ვეუბნებოდი, მე ამის სპეციალისტი არ ვარ, საქათველოში ამას ბევრი სხვა ადამიანი აკეთებდა ჩემს გარდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია უკრაინისთვის, მაგრამ თუ მთელი სისტემა არ შეიცვალა, საფინანსო და საგადასახადო სამსახურების გაერთიანებით და სუპერუფლებების მინიჭებით, სადაც ფინანსური გამოძიებაც შედიოდა, ამით ჩვენ ვერ შევძლებთ განსხვავების ჩვენებას და რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ჩვენ შედეგები გვქონდეს და არა რამე სავარძელში მოვკალათდე, – ამბობს სააკაშვილი.“
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა.