“ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში ათენში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“მაფრთხილებდნენ რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობა. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე მამოძრავებს სიყვარული, ამიტომ შეუპოვრობა და გამბედაობა, როცა საქმე ეხება სიყვარულს. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი.
გარეთ მოვიდა მრავალი ასეული გულანთებული მამულიშვილი…როდესაც მოვედი და ვნახე თვალებანთებული ხალხი, მე ვთქვი, რომ ამ ხალხს ვერ ვუღალატებ, ამ ხალხს ქუჩაში ვერ დავტოვებ, ამ ხალხს მე ვერ გავემიჯნები და უარს ვერ ვეტყვი იმის გამო რომ ოლიგარქმა დაავალა ვიღაც ქურდს და გააკეთეს კიდეც. მე არ დავიხევ უკან. თქვენ ეტყობა ცუდად იცნობთ სააკაშვილს…აქ ჩავეხუტე საქართველოს ნაწილს და სულ მალე ვაპირებ ჩავეხუტო მთლიანად საქართველოს – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებს “- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას.