სუპერმარკეტებში რიგებს ვხედავ, ესენი ქართველები არ არიან? – ბოლქვაძე გაჭირვებაზე

“ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძაან ბევრ რიგებს”,– ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე გაჭირვების შესახებ დასმულ კითხვას.

“საქართველო რომ არ არის ეკონომიურად მძლავრი ქვეყანა, ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს.

თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, ჩემი გამოცდილებიდან, ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძაან ბევრ რიგებს, სხვათაშორის, სად არის აბა, ეს ბალანსი როგორ არის, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა, ეს ვინ ხალხია, ეს ქართველები არ არიან?”,– ამბობს ბოლქვაძე.