“მაგალითისთვის, მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი, აღმოჩნდა რომ ის გამაერთიანებელი კი არა, ერთმანეთზე პოლიტიკური ძალების წამკიდებლის ფუნქციას უკეთესად ასრულებს, სამწუხაროდ. მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად ქართული კულტურის პატრონი თუ დედა და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ამას სხვა რაღაცები სჭირდება. 

მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად პედაგოგი, მასწავლებელი თუ ჭკუის  დამრიგებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ესეც არ გამოვიდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვისურვეთ მისი მოსმენა, არამედ მას არ აღმოაჩნდა უნარი სწორი რჩევების მოცემის”,

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.