“გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან – სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ – სუსის ტოტალური მმართველობა უნდათ ქალაქებშიც და სოფლებშიც. სუსის სიებში ყოფილან ყველა. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.
ამ დროს, უტიფრებმა, ჩემზე მთავარი “კომპრომატი” მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო.
ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი, სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი. აი ასე იქნება”
განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძემ.