“სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს”- ბასილ კობახიძე ხელისუფლებაზე

ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მთავრობა რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს  და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელით ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებენ.

 

“მთავრობა სახელმწიფო დანაშაულს სჩადის პანდემიის დროს. რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს. სუსის ხელით ბრიყვ ამირან გამყრელიძეს ალაპარაკებს მუშევანის ინციდენტი პოლიტიკური პროცესია და ამის უკან ადგილობრივი მოლა და მუფტი დგანანო. ქვემო ქართლის გუბერნატორი უარესი ბრიყვი რეხვიაშვილი კვერს უკრავს ეგრეაო. ჩასვრილი მთავრობა ეკლესიას ვერაფერს უბედავს, რომელიც საჯაროდ ავირუსებს ადამიანებს და ყველაზე შეგნებულ ხალხს, მუსლიმებს ურტყავს, რომლებმაც კარანტინზე დაკეტეს მეჩეთები. მთავრობას ასე უნდა არჩევნების მოგება და მართლმადიდებლურ-ეთნიკური ტოტალიტარიზმის დამყარება”- წერს ბასილ კობახიძე.