“იგივე მდგომარეობაა – ხან ზის, ხან წევს, ასეა სულ. აშკარად არის სუსტად, მიზეზი რა არის ამ სისუსტის, არ ვიცი. […]
ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს ადამიანს აშკარად. ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა და ახლა სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი. გადაყვანა თუ იქნება უნდა იყოს სადმე ნორმალურ კლინიკაში, ნამდვილად სჭირდება ადამიანს რეაბილიტაცია”
ამბობს გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.