“აქ მსხდომთაგან ყველას ესმის, რა დევს სასწორზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომები. ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც შეესაბამება მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და მისი დაცემული თანამემამულეების ხსოვნას. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავიდანვე განაცხადა, უკრაინას ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, რომელიც იქნება სამართლიანი, ხანგრძლივი და უკანასკნელი სამი წლის საშინელებები აღარასოდეს მოხდება.
მეორეს მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ მზად არის შეხვედრისთვის. მაგრამ, რა პირობებით? მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი არ არის ამ ომის გაგრძელება. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მისი ამბიცია აღარ არის უკრაინის განადგურება.
ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: სუსტი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ის ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს. ის დაძაბავს სიტუაციას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზიანს მიაყენებს ჩვენს ერთობლივ ინტერესებს. რადგან, როგორც დავინახეთ, მსოფლიოს ყველა ავტორიტარი ყურადღებით აკვირდება, არსებობს თუ არა დაუსჯელობა, როდესაც მეზობელ ქვეყანაში იჭრები, თუ არსებობს ნამდვილი შემაკავებელი ძალა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად ვიმოქმედოთ”.
განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, უსრულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.