სუს-ის შენობასთან, დაკავებული თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გაათავისუფლეს.
საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ჩელე სუს-ის შენობასთან მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი პერფორმანსს მართავდნენ. “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა, სენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს იმის სიმბოლოდ, როგორ “დაიფშვნება სუს-ი”.