სუს-ის ბრიფინგი ბოდვაა, რაღაცების გადაფარვას ცდილობენ – ბაჩო ახალაიას ცოლი

”სუს-ის ბრიფინგი ბოდვაა, რაღაცების გადაფარვას ცდილობენ ” – თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი TV პირველთან საუბარში მისი მეუღლის დაკავებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ გუშინ სუს-ის ბრიფინგზე ხალხმა სრული ბოდვა მოისმინა.

“ის, რაც გუშინ სუს-ის ბრიფინგზე საქართველომ მოისმინა, სრული ბოდვა იყო […] მაშინ ბაჩო რომ ხმის ჩანაწერის ნიმუშზე დაიბარეს, მე დამირეკეს და ვუთხარი, თუ ბაჩოს იბარებთ, მე რატომ მირეკავთ-თქო და მიპასუხეს, რომ ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი და ნუ ახლა, როგორი ბოდვაა. სახლში ვინ ვცხოვრობთ, ისიც არ დაუდგენიათ, იმიტომ რომ გუშინ კესო ჩემი შვილიშვილი ეგონათ. წარმოიდგინეთ, სუს-ზეა ლაპარაკი, ასეთ ბოდვაში ვართ  […] გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო ისევ ჩემი ტელეფონის მეშვეობით დაიბარეს […] ჩვენს სახლში, დაახლოებით, 30 ნიღბიანი და ავტომატიანი სამართალდამცველი შემოვარდა ეგრევე ტელეფონი ამოვიღე, რომ ლაივი ჩამერთო, მაგრამ ეგრევე ავტომატები მომიშვირეს, ტელეფონი დააგდეო – შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულიაო, დააგდე, უფლება არ გაქვსო.[…]არ ვიცი, აი პურს ხომ აიაფებენ ახლა და უფასო პური და სანახაობა იქნება, ეგ არის  […] რაღაცების გადაფარვას და ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობენ. იქიდან გამომდინარე, რა სკანდალშიც არიან, ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ რაღაც გადაფარონ. ზვიად გაგუას სუს-ში უთხრეს, რომ ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მიეცი, დაადასტურე, რომ კონტაქტი ჰქონდა და 4 ოქტომბრის ორგანიზატორი იყოო და ანის გამოვუშვებთო. თუ არადა, ხედავთ, ორივე დაჭერილია და ბავშვები მშობლების გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, ისევ სახლში მოიყვანეს და ცოტა ხანში, ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, რაიმე დასამატებელი ხომ არ გაქვსო.მე პირადად საერთოდ არ დავუკითხივარ. ადვოკატს ველოდებოდი, მე თვითონაც მაინტერესებდა რა კითხვები ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არც ადვოკატი მაღირსეს და არც დაკითხვა. მერე უცებ იქიდან გამომიშვეს”. – ამბობს ნადარეიშვილი.

ივანიშვილის სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავეს. 11 დეკემბერს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ახალაიას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია 4 ოქტომბრის საქმეზე ახლა უკვე “ბრალდებულ ორგანიზატორებთან” და გასცემდა დირექტივებს.