სუს-ის ინფორმაციით მდინარე ენგურში გარდაცვლილი ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან

ენგურში გარდაცვლილი ერთ-ერთი მოქალაქის ძმა, რადუგა გვალია აცხადებს, რომ მდინარეში გარდაცვლილი პირები ერთი ოჯახის წევრები არიან.

“აღიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა”, – აცხადებენ უწყებაში.