სუს-ის ინფორმაციით მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა. სუსის ინფორმაციით მათ ადგილზე არავინ დაუკავებიათ.  საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით დააკავეს ერთი პირი და ეს სპეცოპერაცია  რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა. მათვე გაავრცელეს პირველად ინფორმაცია შენობაში მიმდინარე ჩხრეკისა და ადგილზე კინოლოგების მუშაობის შესახებ.