სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა 14:16, 02-03-2021 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. ის თანამდებობაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა.