სუს-ი დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობას ართმევს – ამის შესახებ ინფორმაციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
”მინდა, პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-ს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს პირადობის მოწმობა გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ. დაუყოვნებლივ გადაეცით უკან ყველას პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ საჩივარს, მათ შორის, პროკურატურაშიც.”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.