დღეს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, არა შესაძლო, არამედ უკვე დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებაზე. სუს-ს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადებები და ყველა მათგანი ტყუილი და “ფეიკი” აღმოჩნდა.
რაში დასჭირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მორიგი ტყუილის გავრცელება?! მარტივია – ამ განცხადებით, მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხეს. ამით ფაქტობრივად თქვეს, რომ ამერიკა, ევროპა და უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. სუს-ის ხელმძღვანელობა, პარლამენტის წევრები “ოცნებიდან“ და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გადაეფარნენ ფარცხალაძეს, ცდილობენ მის “გაპრავებას” და მისი დასანქცირების საფუძვლიანობისა და მოტივაციის ეჭვქვეშ დაყენებას. შეგახსენებთ, ბატონმა კალაძემ 170 000 ევროდ შეფასებული ავტობუსები 250 000 ევროდ იყიდა და ამ ფაქტზე გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. ასე რომ, მათგან მომავალშიც ბევრ იუმორისტულ განცხადებას მოვისმენთ.