რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული განცხადებაა. სუს-ს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისთვის. ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობენ და ცდილობდნენ, ეს არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და მე ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკავშილს და მისი რადიკალური, ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში. მათ ეს არასდროს გამოუვიდათ, არც გამოუვათ. ჩვენ არ დავუშვებთ ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა – ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა, ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანოს. ყველა დაისჯება სამაგალითოდ, დაიმახსოვროს ეს ყველამ კარგად. რა თქმა უნდა, სუს-ი და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას, ნებისიერი გადაცდომა იქნება დაფიქსირებული, ამაზე იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება.