“მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი. ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება.
მთლიანად უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები, უნდა მოხდეს ქვედა დონეზე მოსამართლეების არჩევა და უნდა მოხდეს არა მუდმივი დანიშვნა, არამედ გარკვეული ვადით დანიშვნა და ძალიან მკაცრი ეთიკის კოდექსი, ძალიან მკაცრი კონტროლი შიგნით საზოგადოების მონაწილეობით”
განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.