“სუს-ს მძევლად ჰყავს აყვანილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი (გორის ჰოსპიტალის ექიმი) და ზეწოლის ქვეშ დააწერინეს ის, რაც დღეს თავადვე უარყო. მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმიც ფსიქოლოგიური და მორალური ტერორის მსხვერპლია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების, ლიკვიდაციის მცდელობა.
შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში დატოვება არის წარმოუდგენელი.
პირდაპირ ჩანს მისი მკვლელობის განზრახვა, ფაქტობრივად, თეთრ ხალათში გამოაწყვეს მკვლელები და მწამებლები. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში უკეთებენ, არის უმძიმესი დანაშაული”
ასე ეხმიანება ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ნინო გოგორიშვილის განცხადებას.