“სუს–ტემა უნდა დაინგრეს” – სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები 30 ნოემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას გამართავენ.
განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს.
“მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.
ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას. 30 ნოემბერი, 15:00 საათი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, (ვაჟა-ფშაველას გამზირი N72) სუს-ტემა უნდა დაინგრეს!”,– აცხდებს სირცხვილია.
აქციას უერთდება “ლელო”, “დროა”, “მელიები” და “შეცვალე”.