ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დაიბარეს მამამისი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშილიც.
“მამაჩემიც დაიბარეს, დღეს ჩაბარდება უწყება.” – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი.















