სუს-ში ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) გამოკითხეს.

დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.

ხარება BBC-ის  მიერ საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს.