სუს–ში “ფეისბუქ” პოსტის გამო ჟურნალისტი ნინო ჭელიძე დაიბარეს

ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. მისი ინფორმაციით, დაბარების მიზეზი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტია, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაბარება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელზეც სუს–მა საბოტაჟის მუხლით აღძრა საქმე.

გუშინ “ფეისბუქის” პოსტის გამო სუს–იდან დაურეკეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ხათუნა სამნიძესაც.

სუს–ში გუშინ მთავარი არხის 2 რესპონდენტი დაიბარეს, რომლებმაც კორონავირუსის ყალბ დიაგნოზებზე სიუჟეტში საუბრობდნენ.

აღნიშნული სიუჟეტი სახელწოდებით “10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის” “მთავარმა არხმა”  20 ივნისს “შაბათის მთავარში” გაუშვა.

სუს–ი აცხადებს, რომ გამოკითხული აზერბაიჯანელი რესპონდენტები ამბობენ, მათი კომენტარები დამონტაჟებულია და არასწორად არის თარგმნილი.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ.