სქემები, შიფრები – უკრაინამ ოკუპანტის საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გოსტომელის მახლობლად ხელში ჩაიგდეს რუსი ოკუპანტების საიდუმლო დოკუმენტები. დოკუმენტებს შორისაა ოკუპანტების პერსონალური მონაცემები, სახელები, მათ მიერ გამოყენებული შიფრები, პაროლები.

ასევე, დოკუმენტებში წერია საბრძოლო მოქმედებების, თავდასხმის, უკან დახევის გზები, მტრის პირობითი სიმბოლოები, საკონტროლო ბრძანებების გაშიფვრისა და საწვავის შევსების სქემები.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეს ინფორმაცია მათ საშუალებას მისცემთ, მტრის საუბრის არსი გაშიფრონ.

გარდა ამისა, უკრაინის განცხადებით, მოპოვებული დოკუმენტები სასამართლოსთვის მტკიცებულება იქნება და ვინც გადარჩება, დაისჯება.