ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები, რომლებშიც საპროტესტო აქციებზე, დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა, გაუქმდა. განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
”ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ
8,9,20,21 / 01 “მე გადმოვცურავ ზღვას”
13 / 01 ” ალუბლოს ბაღი”
22 / 01 ” მეფე ლირი”
❗️გ ა უ ქ მ დ ა ❗️
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით❤️
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
გილოცავთ შობას 💫💚
იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად✊🏻❤️” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.