სწორია, რომ ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მისი თქმით, ამით ენმ დეფაქტო მდგომარეობას აღიარებს, თუმცა პარლამენტს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.

“ვთვლი, რომ სწორია, ხელი რომ არ მოაწერეს [შარლ მიშელის დოკუმენტს], იმიტომ რომ გზავნილი არის ასეთი – ისინი აღიარებენ დეფაქტო მდგომარეობას და ჩვენი მეგობრების თხოვნას, მაგრამ არ აღიარებენ არსებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და არც სჯერათ რაღაც შეთანხმებების. ამნისტიის კანონიც ხომ ამის დადასტურებაა. ამნისტიის კანონი იყო იმისთვის, რომ დიდი თანხმობა, ზავი დაწყებულიყო და სამართლიანობის განცდა გაჩენილიყო, ნაცვლად ამისა ამნისტიის კანონიც კი განხეთქილების ვაშლად იქცა”,– განაცხადა ხუხაშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.