მინიმუმი იმის გააზრება, რომ 5%-იანი ბარიერის გამო არ უნდა დარჩეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ივანიშვილმა არ წაიღოს აქედან ის მანდატები, რომელიც მას არ ეკუთვნის, ეს მზაობა არის 100%-ით.

შეიძლება იყოს სხვა მოსაზრებები კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მე რასაც გიყვებით, ეს არის ჩემი პოზიცია, და არა მარტო ჩემი პოზიცია – ბევრია, ვისაც ეს პოზიცია აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა.

ჩემი აზრით, მარტივადაა – ერთ მხარეს არის 41 ნომერი და მეორე მხარეს არის რაღაც ახალი ნომერი, ახალი სია, მათ შორის ახალი ხალხი, ახალი სახელი და ეს უნდა იყოს მთავარი არჩევანი.

აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.