“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით გახსნას. მისი თქმით, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.
,,სანამ ტრანსპოირტი არ გაუხსნიათ და ტაქსეზე კიდევ შეზღუდვა აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულ და საშუალო კლასს, არ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფადაა დასაწყები, ახლავე და არა გადადებით, მანამ, ვიდრე „ევროპული საქართველო“ ან სხვა ოპოზიციური პარტია, ან ვინმე აიძულებს მათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზრუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ რაოდენობა. ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ, ვერ მოხდება ამოქაჩვა იმ ზიანის, რაც ოჯახებმა მიიღეს. პირიქით, დამძიმდება ვითარება იმიტომ, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი მანქანით გადაადგილდებოდეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ჯდომის შესახებ შეზღუდვა იხსნება. შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე რჩება.
ასევე, არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით მუშაობენ.