“სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა” – აცხადებს, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
„რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“ – ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ორჯერ დაკარგა გონება და თავი დაარტყა რკინის მაგიდას ინფორმაციას უარყოფს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი. ჩხაიძე ამბობს რომ “ლუქს” პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.