კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:01

სხდომაზე ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში წერს, სხდომას დისტანციურად ვერ დაესწრება რადგან გუშინ დაკარგა გონება, ძალიან სუსტადაა.

“ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”,-წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას განიხილავს. სხდომაზე “ემპათიას” ექსპერტებს კითხავენ.