“სხდომათა დარბაზიდან გაიქცა ქართული ოცნება, მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია დავრეგისტრირდით პარლამენტში. 10 წუთში ქართულმა ოცნებამ სხდომა დახურა. მინიმუმ 2-3 საათი ეს სხდომა უნდა გაგრძელებულიყო საკითხებიდან გამომდინარე, თუმცა მაშინვე, რაც ენმ დაინახა პარლამენტში, ქართული ოცნება გაექცა კითხვებს და განცხადებებს.
ცხადია, რომ კომფორტის ზონაში არ არიან. 2-3 საათით ადრე დახურეს პარლამენტში, რომ ჩვენ კითხვები არ დაგვესვა”
აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პლენარულ სხდომაზე.