”სხდომა არის ბუტაფორია” – იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად რუსული კანონის განხილვისას სხდომა დატოვა

გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც  რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

“სულ 30 წამი მჭირდება – ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, 09:00 საათზე დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა, ლევან ხაბეიშვილი, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

საერთო ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.