”ჩვენ უბრალოდ, სხვა ვარიანტი არ დაგვიტოვეს, რომ მშვიდობიანი გზით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს გამო არ წარმოშობილა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ იძულებული ვიყავით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გენერალურ შტაბთან ერთად, მან სრულიად გაამართლა. ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები და ოფიცრები ავლენენ მამაცობას და გმირობას. ყველაფერს აკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული, რათა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აირიდონ“

ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის კაბინეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.