პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას აფასებს და ამბობს, რომ ეს მარტივი პოლიტიკური ლოგიკაა.
“ამ დროს ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა.
პარტიის უპირობო ლიდერია მიშა, რომელიც სიაში ვერ იქნებოდა. ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის სიის სათავეში აღმოჩენა გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა შიგა სიტუაციის თვალსაზრისით. ამიტომ შეირჩა პირი, რომელსაც ასეთი ამბიცია არა აქვს”,- წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ბლოკმა გუშინ პარტიული სია წარადგინა. პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.