“სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი.

რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა?- მიშასთვის- მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?

გვითხრეს – ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.

საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს”

წერს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.