შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა რა იყო. პირდაპირ იმას ამბობდნენ, რომ მას დღეები ჰქონდა დარჩენილი. ამას, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში იძახდნენ. დღეს კი ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩაერთო. შეგიძლიათ, თავად განსაჯოთ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის. ის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში იმყოფება. შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ ის სხვა პატიმრებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია. სხვა მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადის მოხდა საკანში უწევთ, სააკაშვილი კი 2-ოთახიან პალატაშია. მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, მე ამით დავითრგუნებოდი. არ ვიცი, სააკაშვილი ამით რამდენად ითრგუნება.

ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ.